მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

წიგნის „აუტიზმის შეფასების და მართვის თანამედროვე პრინციპები“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

4 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება გამოცემის „აუტიზმის შეფასების და მართვის თანამედროვე პრინციპები“ პრეზენტაცია.

წიგნი, რომელიც 2022 წელს გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ეხება აუტიზმის შეფასების, დიაგნოსტიკისა და მართვის საკითხებს, ასევე შესაბამისი კანონმდებლობის, ნორმატიული აქტებისა და ადვოკატირების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და რეკომენდაციებს.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ წიგნის ავტორები, გაიმართება დისკუსია აუტიზმის აქტუალურ საკითხებზე. პრეზენტაციის დასასრულს დაინტერესებულ პირებს წიგნები გადაეცემათ.

დრო: 4 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია G106 (ქაქუცა ჩოლოყაშვილის N⅗)

2022 წელი

 

ბანერები