მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„წარმატებული ადამიანების 8 ჩვევა“ - საჯარო ლექცია

ღონისძიებები

28 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში პროფესორ ფილიპ კიმის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია  „წარმატებული ადამიანების 8 ჩვევა“.

ლექციაზე ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ ჩვევებსა და ფილოსოფიას, რაც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარება.

დისკუსია გაიმართება „მრგვალი მაგიდის/მუსიკალური სკამების“ ფორმატში, სადაც სპიკერები განლაგდებიან 4 მაგიდასთან (თითოეულ მაგიდასთან - 2 სპიკერი), დისკუსიის მონაწილეები კი შეიკრიბებიან თითოეული მაგიდის ირგვლივ და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში მოუსმენენ სპიკერების საინტერესო პრეზენტაციებს, დაუსვამენ მათ კითხვებს ან გაუზიარებენ კომენტარებს. ამის შემდეგ დისკუსიის მონაწილეები გადაინაცვლებენ მომდევნო მაგიდასთან. „მრგვალი მაგიდის/მუსიკალური სკამების” დისკუსიისთვის განკუთვნილი იქნება 60-90 წუთი, დარჩენილი დრო კი კითხვა-პასუხს დაეთმობა.

სპიკერები:

  • ანჰუა ჩენი, ბოსტონი, დოქტორობის კანდიდატი, ჰარვარდის უნივერსიტეტი
  • ენი შენ ჰუანგი, ბოსტონი, დოქტორობის კანდიდატი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი; ფულბრაიტის სტიპენდიატი
  • ბამჯუნ პარკი, ვაშინგტონი, მერილენდის უნივერსიტეტი, სტომატოლოგია
  • ჩერისა შანგი, ბოსტონი, ჰარვარდის უნივერსიტეტი
  • ჯეი ჰონგ ჩუ, ბოსტონი, ჰარვარდის უნივერსიტეტი
  • ჯეს ჩი, ფილადელფია, ჰარვარდის უნივერსიტეტი, ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი
  • ჯონ ვუ, ვაშინგტონი, დოქტორი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი
  • ლიდია ჰე, ვაშინგტონი, დოქტორი, მერილენდის უნივერსიტეტი
  • ფილიპ კიმი, ფილადელფია, ჰარვარდი, ოქსფორდი, პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორობის კანდიდატი

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 28 მაისი, 15:00-დან 17:00 საათამდე

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507), გ. წერეთლის ქუჩა N3

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები