მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის დოქტორანტი ქეთევან გონგაძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ვორკშოპში „ზემო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ხელახლა აღმოჩენა“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კულტურის კვლევების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ქეთევან გონგაძე 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მიერ მოწყობილ საერთაშორისო ვორკშოპში ზემო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ხელახლა აღმოჩენა, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

ვორკშოპი ხორციელდება სირაკუზის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯსა და ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რატგერსის ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტთან თანამშრომლობით. მისი პარტნიორია  სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ვორკშოპში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 9 წარმომადგენელი.

სამუშაო თემები: ზემო სვანეთის საერო და საკულტო ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა, ხელნაწერები, ჭედური ხელოვნება და დაზგური ფერწერა.

2024

 

 

 

ბანერები