ვორკშოპი „იაპონური სამოსი, იაპონური კალიგრაფია (შოდო) და ორიგამის ხელოვნება“
ღონისძიებები
5 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯაბა მესხიშვილი და იაპონური ენის მოწვეული ლექტორი ნაცუმი ინოუე გამართავენ ერთობლივ ვორკშოპს.
იაპონური ენისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორია ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრი.
მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას იაპონური სამოსის, კალიგრაფიისა და ორიგამის შესახებ, მოირგებენ ტრადიციულ იაპონურ სამოსს, ექნებათ შესაძლებლობა, სპეციალური იაპონური ფუნჯებით დაწერონ იეროგლიფები (შოდო) და დაამზადონ ქაღალდის ფიგურები (ორიგამის ხელოვნება).
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ორგანიზატორს ელფოსტაზე: jaba.meskhishvili@iliauni.edu.ge
დრო: 5 ივნისი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026