მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი

ღონისძიებები

12 აპრილს, 18:30 საათზე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მუსიკის მიმართულების ორგანიზებით გაიმართება უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ:

  • ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი
  • ანსამბლი „იალონი“
  • მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები
  • ანსამბლი „თუთარჩელა“
  • თამარ კოკაია
  • თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი
  • უკრაინელი მომღერალი ლილია კოროლიუკი
  • ანსამბლი „მჭელი“

საქველმოქმედო კონცერტზე შესრულდება უკრაინული ხალხური სიმღერები და უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

კონცერტი ტარდება საქველმოქმედო მიზნებით და შეგიძლიათ შემოწირულობის ყუთში განახორციელოთ დონაცია.

დრო: 12 აპრილი, 18:30 სთ.

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

2022 წელი

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები