მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

უცხო ენების გამოცდები – გარე მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

გერმანული და ინგლისური ენების გამოცდების განრიგი

იმ აპლიკანტთათვის, რომლებიც წარმატებით გადალახავენ გარე მობილობის ფარგლებში (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა, კულტურის კვლევების მიმართულება) სარეგისტრაციო ეტაპს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული რეგისტრაცია 27, 29 აგვისტოს), უცხო ენების გამოცდები გაიმართება 2 და 3 სეტემბერს.

გერმანული ენის გამოცდა ჩატარდება 2 სექტემბერს, 15:00 საათზე, A205 აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32). აპლიკანტები გამოცდამდე 15 წუთით ადრე უნდა გამოცხადდნენ და იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა).

ინგლისური ენის (B1 და B2) გამოცდა ჩატარდება 3 სექტემბერს, 10:00 საათზე A408 აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32) აპლიკანტები გამოცდამდე 15 წუთით ადრე უნდა გამოცხადდნენ და იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა).

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://iliauni.edu.ge/ge/study/mobiloba/mobilobis-wesi/mobiloba-sadoqtoro-safexurze

ბანერები