ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მობილობა სადოქტორო საფეხურზე

გარე მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2019-2020  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინურ სადოქტორო პროგრამის კულტურის კვლევების მიმართულებაზე,  1 ვაკანტური ადგილი.

სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის  აღწერა იხილეთ აქ.

პირველი ეტაპირეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა  2019  წლის  27, 29 და 30 აგვისტოს ჩათვლით  18:00 საათამდე   A306 უნდა გაიარონ რეგისტრაცია (ჭავჭავაძის N32).

შენიშვნა: დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ სრულად.  წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატის საბუთები არ განიხილება. რეგისტრაციისას დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: 

  1. სარეგისტრაციო ფორმა (სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ);
  2. სადოქტორო კვლევითი განაცხადი (ფორმა იხილეთ აქ) ხელმოწერილი პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ; მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ  რეგისტრაციისათვის დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელი წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული, რომელიც კვლევითი განაცხადის  ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მათი სამეცნიერო/კვლევითი ინტერესების მითითებით  მიმართულებების მიხედვით იხილეთ აქ: კულტურის კვლევები.
  3. ავტობიოგრაფია (CV);
  4. ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  6. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  7. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  8. სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  9. ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2019 წლის 1 აგვისტოს შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების, და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
  10. 2 ცალი ფოტოსურათი 3X4 და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
  11. აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული  მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის ხარისხთან) ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის. (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის  ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
  12. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ძირითად ენად ირჩევს ინგლისურ ენას და  არ გადის ინგლისური ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი-Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  13.  იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ძირითად ენად ირჩევს გერმანულ ენას  და  არ გადის გერმანული ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გერმანული ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი Test Deutsch als  Fremdsprache; DSH(Deutsche Sprachprüfung für den Hochschulzugang); ZOP (Zentrale Oberstufenprüfung); KDS (Kleines Deutsches Sprachdiplom); GDS (Grosses Deutsches Sprachdiplom) ან გერმანულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი- ასეთის არსებობის შემთხვევაში და ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B1 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი (TOEFL(P/B მინიმუმ 437points; I/BT მინიმუმ 41 points); IELTS (მინიმუმ 4 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი -Certus ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  14. აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ან გერმანულ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის ან გერმანულენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.
  15.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით;

გაფრთხილება!  გერმანული ენის ძირითად ენად არჩევა შესაძლებელია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის მხოლოდ კულტურის კვლევებისა  და ფილოლოგიის მიმართულებებზე (ამ პროგრამის სხვა მიმართულებებზე ან სხვა პროგრამებზე გერმანული ენა არ მიიღება) გერმანული ენის არჩევის შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე (უნივერსიტეტში მისაღები ინგლისური ენის გამოცდის შედეგით (მინიმუმ 60 ქულა) ან შესაბამისი ზემოხსენებული სერთიფიკატებით).

მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ/გერმანულ ენაში.

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები) ინგლისური ენის B2 და B1 (გერმანული ენის ძირითად ენად არჩევის შემთხვევაში) დონეზე  ცოდნის დასადასტურებლად წერილობითი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდეთ 2019 წლის 3 სექტემბერს, ხოლო გერმანული ენის B2 დონეზე  ცოდნის დასადასტურებლად წერილობითი გამოცდა - 31 აგვისტოს და 3 სექტემბერს,   ინფორმაცია საგამოცდო აუდიტორიისა და დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“. 

  1. ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 60 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
  2. ინგლისური ენის B1 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 60 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
  3. გერმანული ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 60 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

ინგლისური ენის B2   საგამოცდო ტესტის ნიმუში იხილეთ აქ, ინგლისური ენის B1 საგამოცდო ტესტის ნიმუში იხილეთ აქ. გერმანული ენის საგამოცდო ტესტის ნიმუში იხილეთ აქ (ტესტი მოიცავს მხოლოდ პირველ ორ კომპონენტს Leseverstehen და Sprachbausteine).

ინგლისური და გერმანული ენის გამოცდების შედეგები განთავსდება არაუგვიანეს 2019 წლის 3 სექტემბრისა უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური და გერმანული ენების გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური და გერმანული ენების გამოცდების შედეგების შესახებ უნდა გამოაგზავნოს 2019 წლის 4 სექტემბრის 18:00 საათამდე მოცემულ ელექტრონულ მისამართზე phd@iliauni.edu.ge.

მნიშვნელოვანია! ინგლისური/გერმანული ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური/გერმანული ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2019 წლის  5 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს  5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია (სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების ფორმა იხილეთ აქ). სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ).

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით  2019 წლის 5 სექტემბერს  უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის  შედეგებთან დაკავშირებით უნდა გამოაგზავნოს 2019 წლის 6 სექტემბერის 18:00 საათამდე მოცემულ ელექტრონულ მისამართზე phd@iliauni.edu.ge  

სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2019 წლის 7 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური/გერმანული ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და  მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით,  გაივლიან ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.

ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით. ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კუნკურსს.

მნიშვნელოვანია! პროგრამებზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2019 წლის 9 სექტემბერს აუდიტორიისა და დროის შესახებ ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 9 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა გამოაგზავნოს 2019 წლის 10 სექტემბრის 18:00 საათამდე მოცემულ ელექტრონულ მისამართზე phd@iliauni.edu.ge 

იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირი გამოცდა გაიარონ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. განმეორებითი ზეპირი გამოცდა ჩატარდება 2019 წლის 11 სექტემბერს   (აუდიტორია და დრო მიეთითება მოგვიანებით).

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია პირადი ნომერების მითითებით გამოქვეყნდება 2019 წლის 11 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2019 წლის 12 სექტემბერს  A 303 ოთახში (ჭავჭავაძის გამზირი #32).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში -პასპორტის(ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD);

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა- მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი  (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) -ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ)..

ე)  გერმანული ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (Test Deutsch als  Fremdsprache; DSH(Deutsche Sprachprüfung für den Hochschulzugang); ZOP (Zentrale Oberstufenprüfung); KDS (Kleines Deutsches Sprachdiplom); GDS (Grosses Deutsches Sprachdiplom) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) -ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან გერმანულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).

ვ) გერმანული ენის ძირითად ენად არჩევის შემთხვევაში, აპლიკანტმა ასევე უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე. ამისათვის უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი  (TOEFL(P/B მინიმუმ 437points; I/BT მინიმუმ 41 points); IELTS (მინიმუმ 4 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი -Certus.

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი(მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე გარე მობილობის პირობების შესახებ ბრძანება


დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

ლელა ბერიძე

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე

ელ.ფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები