


ტრენინგი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსების სტუდენტებისთვის
ახალი ამბები
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განაგრძობს ამომრჩევლის განათლებაზე ორიენტირებულ მორიგ საინფორმაციო პროექტს: „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“.
ცენტრის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავენ ტრენინგს, რომლის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას არჩევნების არსსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში, არჩევნების საერთაშორისო ვალდებულებებსა და პრინციპებზე, არჩევნებში ჩართულ მხარეებსა და მათ როლზე საარჩევნო პროცესში, აქტიურ მოქალაქეობაზე, ხმის მნიშვნელობასა და არჩევნებში მონაწილეობის ძირითად მიზეზებზე.
თუ ხართ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის I-IV სემესტრის სტუდენტი და გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ ტრენინგში, გთხოვთ, მიმდინარე წლის 28 აპრილის ჩათვლით შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
2022 წელი