მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„თანამედროვე იუდაიზმის კონფიგურაცია: შიდა დინებები და თეოლოგიები" – დოქტორ გოლან ბენ-ხორინის ლექცია

ღონისძიებები

26 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ისრაელელი მეცნიერის, რაბი გოლან ბენ ხორინის ლექცია.

ლექციის თემა: „თანამედროვე იუდაიზმის კონფიგურაცია: შიდა დინებები და თეოლოგიები“

დოქტორი ბენ-ხორინი მიმოიხილავს თანამედროვე თეოლოგიურ მიმართულებებს იუდაიზმის წიაღში.

ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია იუდაიზმის, თალმუდისტური ტრადიციის, ებრაული განათლების ფილოსოფიისა და იუდაისტიკის საკითხების შესახებ.

დოქტორ გოლან ბენ-ხორინის შესახებ

რაბი გოლან ბენ-ხორინს სამეცნიერო ხარისხი მოპოვებული აქვს იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტიდან და ნიუ იორკის ებრაული თეოლოგიური სემინარიიდან. ის 30 წლის განმავლობაში იკვლევს ებრაული განათლების საკითხებს. 2006 წელს ხაიფის უნივერსიტეტში (ისრაელი) კვლევით თანამდებობაზე ყოფნისას დაიცვა სადოქტორო დისერტაცია განათლების ფილოსოფიაში პლურალიზმის, როგორც ებრაული კონცეპტის, შესახებ.

რაბინის ხელდასმით 2007 წელს ებრაულ იუნიონ კოლეჯში (იერუსალიმში) შექმნა ებრაულპლურალისტური განათლების კურსები და ასწავლიდა სარაბინოზე სტუდენტებს, განმანათლებლებსა და საერო პირებს.

ბრანდეის უნივერსიტეტში დააარსა საერთაშორისო სამეგობრო და ხელმძღვანელობდა ისრაელის პროგრამას ლონდონის ლეო ბიკის სახელობის რაბინულ კოლეჯში. საერთაშორისო კონსულტანტია და თანადამაარსებელი პროგრამისა “Finding North”.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 26 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

ბანერები