


შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარი:„კავკასიური ანბანების წარმოშობა ისტორიული ეთნოსიმბოლიზმის მიხედვით“
ღონისძიებები
1 თებერვალს, 19:00 საათზე, აკად. გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების ასოცირებული მკვლევარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი მაჭარაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „კავკასიური ანბანების წარმოშობა ისტორიული ეთნოსიმბოლიზმის მიხედვით“.
კავკასიური ანბანების დათარიღებისა და მათი პროტოტიპების შესახებ ერთმანეთის საპირისპირო მოსაზრებები არსებობს. ნარატიული წყაროები განსხვავებულ მონაცემებს შეიცავს, ძველ ლეგენდებში რთული ფენომენის გამარტივებული ხედვაა წარმოდგენილი, ხოლო არქეოლოგიური ფაქტები არ შეესაბამება ყველა მნიშვნელოვან ნარატიულ წყაროს. ისტორიული ეთნოსიმბოლიზმი კავკასიური ანბანების შესწავლის ახალ პერსპექტივებს ხსნის და იძლევა შესაძლებლობას, მოვნახოთ პასუხები ზოგიერთ კითხვაზე.
შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ფორმატში.
წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3u4Eyzu
Meeting ID: 823 6492 8873
Passcode: 717326
დასწრება თავისუფალია.
2022 წელი