


შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარი:„ანტიოქიის ქართული მემკვიდრეობა: მხატვრულად გაფორმებული ხელნაწერები“
სემინარები
3 მაისს, სამშაბათს, 19 საათზე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინო ქავთარია წაიკითხავს მოხსენებას „ანტიოქიის ქართული მემკვიდრეობა: მხატვრულად გაფორმებული ხელნაწერები“.
მომხსენებელი განიხილავს მე-11 საუკუნის 30-იან წლებში აღორძინებული ანტიოქიის შავი მთის ქართული სავანეების სკრიპტორიუმებში შექმნილ სახარებებს. ანტიოქიაში ტაო-კლარჯეთის ცენტრებიდან გადასული ქართველი ბერ-მონაზვნები მოღვაწეობდნენ. შავ მთაზე თანდათან ჩამოყალიბდა ტაო-კლარჯეთულ ტრადიციებსა და საკუთრივ ანტიოქიისათვის დამახასიათებელ მხატვრულ აზროვნებაზე დაფუძნებულ ხელნაწერთა გაფორმების პროგრამა. ბიზანტიური ტრადიციები და გავლენები, ლოკალური ქრისტიანული არაბული გარემო თავის კვალს ტოვებდა ხელნაწერთა დეკორსა და თემატიკაზე.
შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ფორმატში: https://bit.ly/3vtl2x8
Meeting ID: 860 9057 1347
Passcode: 035886
გმადლობთ დაინტერესებისთვის.
2022 წელი