


შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარი: „საქართველო XIII საუკუნის დომინიკანელი მისიონერის, სიმონ დე სენ-კანტენის „თათართა ისტორიაში“
სემინარები
21 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი მანანა ჯავახიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „საქართველო XIII საუკუნის დომინიკანელი მისიონერის, სიმონ დე სენ-კანტენის „თათართა ისტორიაში“.
მომხსენებელი შეეხება XIII საუკუნის ავტორის, დომონიკანელი მისიონერის, სიმონ დე სენ-კანტენის ისტორიულ ქრონიკაში „თათართა ისტორია“ საქართველოს შესახებ დაცული ცნობების ანალიზს. სიმონ დე სენ-კანტენი მონაწილეობს დომინიკანელი ბერის, ასცელინის ელჩობაში, რომელიც პაპი ინოკენტი IV-ის ინიციატივით 1247 წელს მონღოლთა კარზე, ბაიჯუ ნოინის საზაფხულო რეზიდენციაში, შედგა. სიმონ დე სენ-კანტენის ცნობებს საქართველოს შესახებ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის XIII საუკუნეში თავად ეწვია საქართველოს და აღწერილი მოვლენების თვითმხილველი იყო. ავტორი მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის თბილისში დომინიკანელთა კათოლიკური მისიის არსებობის, ასევე საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ფორმატში: https://bit.ly/3xOgO4k
Meeting ID: 864 3730 0961
Passcode: 601586
2022 წელი