


შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარი: ჰაიტონ კორიკოსელის დასავლური ორიენტაცია და საქართველო
ღონისძიებები
15 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მანანა ჯავახიშვილი წაიკითხავს მოხსენებას ჰაიტონ კორიკოსელის დასავლური ორიენტაცია და საქართველო.
მოხსენება ეხება სომეხი ისტორიკოსის ჰეთუმ კორიკოსელის, იმავე ჰაიტონის (დაახ. 1230-1308), მოღვაწეობას და მისი ისტორიული ქრონიკის „აღმოსავლეთის მიწის ისტორიათა ყვავილის“ ანალიზს. თხზულებაში ავტორი მოგვითხრობს მონღოლთა შესახებ, კილიკიის სომხეთზე, ანტიოქიის სამთავროზე, ასევე საქართველოზე. მომხსენებელი დეტალურად განიხილავს ჰეთუმის მიერ მოცემულ ინფორმაციას საქართველოს შესახებ მონღოლთა ბატონობის ეპოქაში და მისი ადგილს გვიანი ჯვაროსნული ლაშქრობების კონტექსტში.
შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ფორმატში
დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ჭიჭინაძეს ელმისამართზე: nino_chichinadze@iliauni.edu.ge, რათა გამოგიგზავნოთ ზუმის შეხვედრის ბმული სემინარის დაწყებამდე 1 საათით ადრე.
2021 წელი