მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარი: ბერძნული (კვირპოსული) მონასტრის ქართული მეტოქიონი: ისტორია და კვლევის პერსპექტივები

ღონისძიებები

7 დეკემბერს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ჭყოიძე წარმოადგენს მოხსენებას ბერძნული (კვირპოსული) მონასტრის ქართული მეტოქიონი: ისტორია და კვლევის პერსპექტივები

მოხსენება ეხება იმერეთის მეფის სოლომონ პირველისა (1735-1784) და კვიპროსის კიკოს მონასტრის შორის ურთიერთობას. მონასტრის რამდენიმე წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოს სოლომონ მეფის მმართველობის ბოლო წლებში ეწვია საქართველოს მონასტრისთვის მატერიალური დახმარების სათხოვნელად. სოლომონი სიტყვიერად შეჰპირდა იმერეთის სოფელ ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიას ყმა-გლეხებითა და ვენახებით. შემდეგ, დავით მეფემ და სოლომონ მეორემ ეს შეთანხმება დოკუმენტურად გააფორმეს.

მოხსენებაში მიმოვიხილავ კვიპროსის მონასტრის ქართული მიწების ნაკლებად ცნობილ ასპექტებს და ამ მიმართულებით კვლევის პერსპექტივებზე.

ფორმატი: დისტანციური 

სემინარზე დასწრების მსურველები დაუკავშირდით მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს ნინო ჭიჭინაძეს ელმისამართზე: nino_chichinadze@iliauni.edu.ge, რათა მიიღოთ ზუმის შეხვედრის ბმული.

ბმულს მიიღებთ სემინარის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

2021 წელი

ბანერები