მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარი: „არისტოკრატი ქალის სამარხი სოფელ ხოვლედან“

სემინარები

19 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის დოქტორი ვახტანგ შატბერაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „არისტოკრატი ქალის სამარხი სოფელ ხოვლედან“.

მოხსენება ეხება სოფელ ხოვლეში აღმოჩენილ არისტოკრატი ქალის სამარხის ინვენტარს, რომელიც მესამე საუკუნის შუახნით ან მეორე ნახევრით თარიღდება. სამარხში არსებული ნივთები პარალელებს პოულობს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ აღმოჩენილ ნივთებს შორის. აღსანიშნავია ანტიოქიაში დამზადებული, თეთრი გაუმჭვირვალე მინის ორი მოხატული სურა, რომლებზეც მითოლოგიური სცენებია გამოსახული.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ფორმატში: https://bit.ly/3jDitBL

Meeting ID: 876 0998 9203
Passcode: 417166

2022 წელი

ბანერები