


შიდასაუნივერსიტეტო მისაღები გამოცდების III ეტაპის განრიგი სამაგისტრო პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“
ახალი ამბები
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ შიდასაუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების III ეტაპი - ჯგუფური გამოცდა რეჟისორებისა და მსახიობებისათვის გაიმართება 2022 წლის 12 სექტემბერს.
ამ ეტაპზე გასული აპლიკანტების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
შიდასაუნივერსიტეტო მისაღები გამოცდების III ეტაპზე რეჟისურისა და სამსახიობო მიმართულების აპლიკანტებს ექნებათ ჯგუფური გამოცდა, რომელიც ითვალისწინებს მათი იმპროვიზაციის უნარის გამოვლენას ერთობლივი დავალების შესრულებით. აპლიკანტებს დავალება გამოცდაზევე მიეცემათ და მის შესასრულებლად გათვალისწინებული იქნება 20 წუთი.
ჯგუფური გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 13 სექტემბერს, 11:00 საათამდე.
შეფასების კრიტერიუმები იხილეთ აქ.
III ეტაპის სააპელაციო პროცედურა
მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჯგუფური გამოცდის შესახებ უნდა გამოგზავნოს 2022 წლის 13 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე graduateschool@iliauni.edu.ge. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა იხილეთ აქ.
განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია გასაუბრების ვიდეოჩანაწერების საფუძველზე. ვიდეოჩანაწერის გაცნობის შემდეგ კომისიამ შესაძლოა მოითხოვოს აპლიკანტთან შეხვედრა.
შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება არა უგვიანეს 14 სექტემბრისა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: მაია ბლიაძე
ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 430)
ელფოსტა: maia.bliadze@iliauni.edu.ge
საკონტაქტო პირი: მარიამ მარდალეიშვილი
ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge
2022 წელი