მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამებზე – 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

ახალი ამბები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს შიდა მობილობას როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურებზე.

შიდა მობილობის – ფაკულტეტიდან/სკოლიდან ფაკულტეტზე/სკოლაში ან ცალკე მიღების მქონე პროგრამიდან საერთო მიღების მქონე პროგრამაზე გადასვლის – შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით;

  • 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან გადმომსვლელ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობაა  30 (ამაში არ შედის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შიგნით ამავე ფაკულტეტის სტუდენტთა სხვა პროგრამაზე/მიმართულებაზე მობილობებისათვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილები);

30-ზე მეტი განაცხადის მიღების შემთხვევაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მობილობა შეუძლია პრეტენდენტთა სკალირებული ქულის მიხედვით შედგენილი რეიტინგის პირველ 30 კანდიდატს.

  • 2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომ ჩარიცხულმა შიდა მობილობის მსურველმა პირებმა, რომლებიც შიდა მობილობას ახორციელებენ იმ პროგრამაზე, რომელიც მესამე ან/და მეოთხე საგნად ითხოვს იმ საგნისგან განსხვავებული გამოცდის ჩაბარებას, რომლითაც ისინი ჩაირიცხნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინონ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიმღებ პროგრამაზე საჭირო მესამე ან/და მეოთხე გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების ცნობა გამოცდებში მიღებული ნედლი ქულის მითითებით;
  • 2020-2021, 2021-2022 და 2022-2023 სასწავლო წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვთ ისტორია და გადალახული აქვთ 25%-იანი ზღვარი, შიდა მობილობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ნებისმიერ პროგრამაზე/მიმართულებაზე;
  • თუ 2020-2021, 2021-2022 და 2022-2023 სასწავლო წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტს ჩაბარებული აქვს მხოლოდ მათემატიკა, შიდა მობილობა შეუძლია შემდეგ პროგრამებზე/მიმართულებებზე:

1. თავისუფალი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);

2. პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);

3. სოციოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);

4. ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);

5. ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);

6. საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა).

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, ჩარიცხული სტუდენტები შიდა მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში;

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე შიდა მობილობა ცხადდება მხოლოდ ამავე ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის;

  • 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობა შეუძლიათ მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი (A ტიპის ტესტი);

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების მომზადების შემდეგ ფაკულტეტი 23 თებერვლის ჩათვლით დაუკავშირდება იმ სტუდენტებს, რომელთაც მოიპოვეს შიდა მობილობის უფლება.

2023 წელი

 

 

ბანერები