


შეხვედრა ნილუფარ თალებისთან
ღონისძიებები
10 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A306 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო შეხვედრა ნილუფარ თალებისთან. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება ნილუფარ თალების მიერ შექმნილი „გაზაფხულის სპარსული რიტუალი: ნოვრუზის ამბავი“ (2010).
მწერალი ნილუფარ თალები არის მრავალი ჯილდოს მფლობელი მთარგმნელი, მულტიდისციპლინური მიმართულებების ხელოვანი და პროდიუსერი. მას ეკუთვნის პროექტი ჰიბრიდული მემუარი: „ავტოპორტრეტი ყვავილობისას“ (2019) თანდართული ოპერით „აბრაამი ცეცხლის ალში“ (2019, კომპოზიტორი ალექსანდრა ვრებალოვი) და Tedx-ის ფორმატში ბერკლის სიტყვით გამოსვლა. ეს ყოველივე შთაგონებული იყო საკულტო ირანელი პოეტის, აჰმად შამლუს ცხოვრებითა და მოღვაწეობით. ნილუფარ თალები ორენოვანი ანთოლოგიის „მიკუთვნება: მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ირანელთა ახალი პოეზიის“ რედაქტორი და მთარგმნელია (2008), ასევე აღნიშნული ლექსების თეატრალური წარმოდგენის „იკარუსი/აღზევების“ (2007) და აგრეთვე 11 სექტემბრის ათი წლისთავის აღმნიშვნელ სიმღერათა ციკლის „ცეცხლოვანი ანგელოზების“ (2011) დამდგმელი კარნეგიში. შექმნილი აქვს ლიბრეტოები სტენფორდ ლაივისა და კენედის ცენტრისთვის. ლოს ანჯელესის მუნიციპალიტეტის ხელოვნების მუზეუმის დავალებით მან იმუშავა „გაზაფხულის სპარსული რიტუალი: ნოვრუზის ამბის“ (2010) შექმნაზე. მიღებული აქვს PEN America-ის, მწერლობისა და თარგმნის საერთაშორისო ცენტრის, კალიფორნიის ხელოვნების საბჭოს, ხელოვნების ეროვნული ფონდისა და შემოქმედებითი სამუშაოების ფონდის არაერთი ჯილდო და გრანტი. 2021-2022 წლებში ნილუფარ თალები ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში საქართველოში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას.
დრო: 10 მაისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: აუდიტორია A306, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
სამუშაო ენა: ინგლისური
2022 წელი