


სემინარი რელიგიის მიმართულების სტუდენტებისთვის: „მართლმადიდებელი თეოლოგების დეკლარაცია „რუსული სამყაროს“ სწავლების შესახებ“
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სტუდენტებისთვის 11 აპრილს, 16:00 საათზე, გაიმართება ჰიბრიდული სემინარი თემაზე „მართლმადიდებელი თეოლოგების დეკლარაცია „რუსული სამყაროს“ სწავლების შესახებ“.
დეკლარაციის ტექსტის ქართული ვერსია იხილეთ: https://bit.ly/3JdVoA6
დეკლარაციას, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება დაიმსახურა, ქართველმა თეოლოგებმაც მოაწერეს ხელი. სემინარზე ისინი სტუდენტებს განუმარტავენ, რატომ არის დეკლარაციის ტექსტი მნიშვნელოვანი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
სემინარში ვირტუალურად მონაწილეობას მიიღებს დეკლარაციის ტექსტის ერთ-ერთი ავტორი, უკრაინელი მართლმადიდებელი თეოლოგი, სტოკჰოლმის წმინდა ეგნატეს სახელობის მართლმადიდებელი ინსტიტუტის პროფესორი, მღვდელი კირილე ჰოვორუნი.
დეკლარაციაზე ხელისმომწერთაგან ვებინარში მონაწილეობას მიიღებენ:
- გოჩა ბარნოვი, საბას უნივერსიტეტის პროფესორი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
- თამარ გრძელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების პროგრამის ასოცირებული პროფესორი;
- ლეონიდე ებრალიძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, პაპის ლატერანის (რომი, იტალია) უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი მართლმადიდებელი თეოლოგიის მიმართულებით;
- გურამ ლურსმანაშვილი, თეოლოგიის დოქტორანტი, საბაუნის თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი.
- დეკლარაციის მნიშვნელობაზე კომენტარს გააკეთებს რელიგიის კვლევების პროფესორი მალხაზ სონღულაშვილი.
- სტუმრის სტატუსით ვებინარში მონაწილეობას მიიღებს ლვოვის უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის ლექტორი, თეოლოგი პავლო სმიცნიუკი.
რელიგიის კვლევების სტუდენტებისთვის სასურველია აუდიტორიაში დასწრება.
სემინარში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით. იხილეთ ბმული: https://bit.ly/3uWU4MB
დრო: 11 აპრილი, 16:00-18:00 საათი
ფორმატი: ჰიბრიდული
- მონაწილეები, რომლებიც სარეგისტრაციო ფორმაში აირჩევენ სემინარზე ფიზიკურ სივრცეში დასწრების პუნქტს, მეილით მიიღებენ ინფორმაციას სემინარის ლოკაციის შესახებ.
- მონაწილეები, რომლებიც სარეგისტრაციო ფორმაში აირჩევენ სემინარზე ონლაინ დასწრების პუნქტს, მეილით მიიღებენ ზუმის ბმულს.
სემინარზე დასწრებისთვის აუცილებელია, რომ შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3uWU4MB
2022 წელი