მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საზაფხულო სკოლა „რეგიონული კონფლიქტები და მშვიდობის პერსპექტივები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან საზაფხულო სკოლის პროგრამაზე „რეგიონული კონფლიქტები და მშვიდობის პერსპექტივები“, რომელიც გაიმართება 2019 წლის 3-8 ივნისს ქალაქ ბიშკეკში, ყირგიზეთში.

სკოლის მიზანია, სტუდენტებს გაუღრმავოს ცოდნა პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე რეგიონული კონფლიქტებისა და მშვიდობის პერსპექტივების შესახებ, ასევე ხელი შეუწყოს მათი ცნობიერების ამაღლებას რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და არსებული კონფლიქტების მოგვარების საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების შესახებ.

სკოლის მონაწილეებისთვის ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან: ნორვეგია, გერმანია, ყირგიზეთი, უკრაინა, საქართველო და სხვ.

სკოლა გაიმართება ტრომსოს მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის, ჰამბურგის უნივერსიტეტის, კიევის სოციალური და პოლიტიკური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის, ოდესის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების თანაორგანიზებით.

ვის შეუძლია სკოლაში მონაწილეობა:

სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტს, რომელიც სათანადოდ ფლობს ინგლისურ ენას.

სკოლის ჩატარების პერიოდი: 3-8 ივნისი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3

სკოლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (ტრანსპორტირება, განთავსება, კვება) დაფარავს საორგანიზაციო კომიტეტი.

სკოლის მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: აპლიკაციების გადარჩევა და გასაუბრება.

სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა მიმდინარე წლის 7 აპრილამდე უნდა გამოგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები მითითებულ ელფოსტაზე: arts_sciences@iliauni.edu.ge

  • რეზიუმე (CV);
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;

გასაუბრება: შერჩევის პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება 10-12 აპრილის პერიოდში.

აქვე გაცნობებთ, რომ 2018-19 სასწავლო წლიდან ამოქმედებული სტიპენდიის გაცემის ახალი წესის თანახმად, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების  მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ  ორგანიზებულ სეზონურ სკოლებში ფასდება 4 ქულით. შესაბამისად, აღნიშნულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის სტუდენტი მიიღებს 4 ქულას.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ ელფოსტაზე: arts_sciences@iliauni.edu.ge

2019

 

 

ბანერები