მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სიახლე – სტიპენდიის გაცემის წესი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე

2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრიდან იცვლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიების გაცემის წესი.

ცვლილება განხორციელდება ორი მიმართულებით:

  1. ნაცვლად ერთიანი საუნივერსიტეტო რეიტინგისა სტიპენდიები გაიცემა  საფაკულტეტო რეიტინგების მიხედვით ფაკულტეტის სტუდენტების რაოდენობის პროპორციულად;
  2. სტიპენდიატთა სარეიტინგო სიის განსაზღვრაში აკადემიური მოსწრების მონაცემებთან ერთად გათვალისწინებული იქნება სტუდენტების მონაწილეობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში. ზემოაღნიშნული კომპონენტების წონები სასტიპენდიო რეიტინგის განსაზღვრისას განაწილდება შემდეგნაირად: აკადემიური მოსწრება (90%) და აქტივობებში მონაწილეობა (10%).

აქტივობა, რომელიც განხორციელდება სასწავლო სემესტრის დასრულების შემდგომ, ითვლება წინა სასწავლო სემესტრში განხორციელებულ აქტივობაში მონაწილეობად.

რეიტინგში არ მონაწილეობენ პასიური/სტატუსშეჩერებული სტუდენტები და ის სტუდენტები, რომლებსაც წინა სემესტრში მიღებული აქვთ 30 კრედიტზე ნაკლები.

თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს იმ სტუდენტების დაფინანსება, რომლებსაც რეიტინგის მიხედვით ექნებათ ერთი და იგივე ქულა და ვერ მოხვდებიან „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი ასიგნებებით გათვალისწინებულ სტიპენდიატთა რაოდენობის ფარგლებში.

სტიპენდიებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია გამართავს 2 ნოემბერს, 12:00 საათზე, B201 აუდიტორიაში.

ახალი წესის შესაბამისად, სტიპენდიის გაცემა დაიწყება 2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრიდან  2018-2019 წლის შემოდგომის სემესტრის შედეგების გათვალისწინებით.

აქტივობები

ქულა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით

5 ქულა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ  ორგანიზებულ სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით

4 ქულა

სტუდენტური კონფერენციების ორგანიზება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში;

4 ქულა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე დასწრება

1 ქულა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ  ორგანიზებულ სეზონურ სკოლებში მონაწილეობა

4 ქულა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ  ორგანიზებულ სემინარებში,  ტრენინგებში, კონკურსებსა და მასტერკლასებში მონაწილეობა

2 ქულა

აკადემიური პროგრამის გარეთ ჩატარებულ ექსპედიციებში მონაწილეობა (პროფილური პროგრამების სტუდენტებისთვის)

4 ქულა

ექსპედიციის შედეგებისადმი მიძღვნილ პრეზენტაციაში მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით (პროფილური პროგრამების სტუდენტებისთვის)

4 ქულა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიურ და სახელოვნებო პროექტებში ასისტირება

3 ქულა

ილიაუნის თეატრის სარეპერტუარო სპექტაკლში თამაში/სპექტაკლის დადგმა (თეატრალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის)

5 ქულა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ  კონცერტში მონაწილეობა კომპოზიტორის/შემსრულებლის სტატუსით (მუსიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის)

4 ქულა

შემოქმედებით პროექტებში მონაწილეობა (მუსიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის)

4 ქულა

სტუდენტურ გამოფენებში მონაწილეობა (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის)

4 ქულა

 

 


 

ბანერები