საშემოდგომო სკოლა „ლიმინალობა და ძალაუფლება“: დოკუმენტური ფილმების საჯარო ჩვენებები ილიაუნიში
ღონისძიებები
7-9 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საშემოდგომო სკოლის „ლიმინალობა და ძალაუფლება“ ფარგლებში უმასპინძლებს დოკუმენტური ფილმების საჯარო ჩვენებების სერიას. ღონისძიება ეძღვნება რიტუალის, ლიმინალური მდგომარეობების, კულტურული ტრანსფორმაციისა და ეთნოგრაფიისა და კინოს ურთიერთკავშირის თემატიკას.
პროგრამა თავს უყრის დოკუმენტურ ფილმებს საქართველოდან და სამხრეთ იტალიიდან და მაყურებელს სთავაზობს რიტუალების, კულტურული მეხსიერების, შეპყრობილობისა და ლიმინალური გამოცდილების განსხვავებულ პერსპექტივებს.
კინოჩვენებების განრიგი
7 ოქტომბერი | 19:00-21:00
ჯიმ შვანთე / მარილი სვანეთს (1930), რეჟისორი: მიხეილ კალატოზოვი (კალატოზიშვილი)
კოლხეთი (1967), რეჟისორი: სოსო ჩხაიძე
ქართული დოკუმენტური ფილმები ასახავს საქართველოს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.
შესავალი და მოდერაცია: კინომცოდნე ნინი შველიძე
8 ოქტომბერი | 19:00-21:00
ლუიჯი დი ჯანის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები
ლუიჯი დი ჯანი (1926-2019) ცნობილია იტალიური და ხმელთაშუაზღვისპირეთის რიტუალურობის ვრცელი აუდიოვიზუალური არქივის შექმნით. რეჟისორი მჭიდროდ თანამშრომლობდა ანთროპოლოგებთან, თუმცა მისი მთავარი მიზანი ყოველთვის „უღარიბესი კინოს“/„cinema poverissimo“ შექმნა იყო მწირი ფინანსური რესურსებით. განიცდის რა გერმანული ექსპრესიონიზმისა და „მოჯადოებული ეკრანის“ (haunted screen) კონცეფციის გავლენებს, მის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეპყრობილობისა და ლიმინალური მდგომარეობების სცენებს, რითიც ქმნის „კინო-ტრანსის“ (cine-trance) ეფექტს.
შესავალი და მოდერაცია: პროფ. ულრიხ ვან ლოიენი
9 ოქტომბერი | 19:00-21:00
ტარანტიზმის გადაფასება / Tarantism Revisited (2024), რეჟისორები: ანია დრეშკე და მიქაელა შოიბლე
ფილმი მოგვითხრობს ტარანტიზმის, სამხრეთ იტალიაში გავრცელებული შეპყრობილობის რიტუალის, ხანგრძლივი ისტორიისა და თანამედროვე გამოძახილების შესახებ. იგი იკვლევს, როგორ წარმოაჩენდნენ ამ რიტუალს, როგორ ახსოვდათ ის და როგორ ხდებოდა მისი ხელახლა წარმოჩენა.
სპეციალური სტუმარი, ფილმის რეჟისორი მიქაელა შოიბლე დაესწრება ჩვენებას და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში.
მიქაელა შოიბლე შვეიცარიაში მცხოვრები გერმანელი ანთროპოლოგი და კინორეჟისორია. თავდაპირველად იგი იკვლევდა, როგორ აყალიბებს მეხსიერება, გენდერი და რელიგია ეროვნულ იდენტობასა და პოლიტიკურ ექსტრემიზმს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. მოგვიანებით მისი კვლევითი ინტერესები ძირითადად მოიცავდა კულტების „შემდგომ სიცოცხლეს“, მათ ფოლკლორიზაციასა და ხელახალ გაცოცხლებას. რეჟისორ და ანთროპოლოგ ანია დრეშკესთან ერთად მან შექმნა ესეისტური დოკუმენტური ფილმი „ტარანტიზმის გადაფასება“ / "Tarantism Revisited", რომელიც სამხრეთ იტალიაში გავრცელებული შეპყრობილობის რიტუალის ხანგრძლივ ისტორიასა და მის გარშემო დროთა განმავლობაში შექმნილ ხატებებს იკვლევს.
შესავალი და მოდერაცია: პროფ. ფლორიან მულფრიდი
დამატებითი ინფორმაცია
კინოჩვენების ორგანიზატორია პროფ. ულრიხ ვან ლოიენი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). საშემოდგომო სკოლა დაფინანსებულია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მიერ.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 7-9 ოქტომბერი, 19:00-21:00
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026