მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ღონისძიება „არქივიდან თანამედროვე პრაქტიკამდე: კარიკატურა და ვიზუალური სატირა სამხრეთ კავკასიაში“

ღონისძიებები

5 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საერთაშორისო კონფერენციის „გლობალური კარიკატურები, კულტურული გაუგებრობები და მსოფლიოს ვიზუალური მედიაცია“ ფარგლებში გაიმართება ღონისძიება „არქივიდან თანამედროვე პრაქტიკამდე: კარიკატურა და ვიზუალური სატირა სამხრეთ კავკასიაში“.

კონფერენციაზე „გლობალური კარიკატურები, კულტურული გაუგებრობები და მსოფლიოს ვიზუალური მედიაცია“ განხილული იქნება როგორც ვიზუალური კომუნიკაციის, კულტურათაშორისი თარგმანის მნიშვნელოვანი საკითხები გლობალურ და ტრანსრეგიონულ კონტექსტში. კონფერენციის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლივერ რაისნერი.


ღონისძიების პროგრამა:

  • წიგნის „კარიკატურის ასწლიანი ისტორია საქართველოში, 1880-1980“

პრეზენტაცია და კარიკატურების ჩვენება

მომხსენებლები:
ხელოვნებათმცოდნეები ნინო ჭოღოშვილი და ქრისტინე დარჩია (თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია)  

  • საარქივო მასალების ვიზუალური პრეზენტაცია

„Archive-Mine: სომხური ილუსტრირებული პერიოდიკის ხელახალი აღმოჩენა თანამედროვე სახელოვნებო პრაქტიკის მეშვეობით“

მომხსენებელი – შამირამ ხაჩატრიანი, ხელოვანი და მკვლევარი

  • საჯარო დისკუსია

„ისტორიული არქივებიდან თანამედროვე ვიზუალურ პრაქტიკამდე“


სამუშაო ენა: ინგლისური (თარგმანის გარეშე)

რეგისტრაცია: ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: რეგისტრაციის ფორმა

დრო: 5 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G კორპუსი, დარბაზი G.106, გ. წერეთლის გასასვლელი N 1-3

2026

ბანერები