ღონისძიებები
5 ოქტომბერი, 2026
ღონისძიებები
7 ოქტომბერი, 2026
ღონისძიებები
8 ოქტომბერი, 2026
პროფესორ სტივენ ჯონსის წიგნის „პირველი სოციალური დემოკრატია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში“ პრეზენტაცია
ღონისძიებები
14 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ბარ „ანტენაში“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება პროფესორ სტივენ ჯონსის წიგნის „პირველი სოციალური დემოკრატია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში“ პრეზენტაცია. წიგნი 2026 წელს გამოსცა ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ.
პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ წიგნის ავტორი სტივენ ჯონსი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბექა კობახიძე. მოდერირებას გაუწევს სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლუკა ნახუცრიშვილი.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 14 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ბარი „ანტენა“, კონსტიტუციის ქ. N57
დასწრება თავისუფალია.
2026