პროფესორ სტეფანო დე მატეისის საჯარო ონლაინლექცია ლიმინალობის მაქსიმალურად გამოყენება
ღონისძიებები
8 ოქტომბერს, 15:30 საათზე, პროფესორი სტეფანო დე მატეისი Zoom პლატფორმის საშუალებით წაიკითხავს ლექციას „ლიმინალობის მაქსიმალურად გამოყენება“ (Making the Most of Liminality). იგი მიმოიხილავს, როგორ უწყობს ხელს „ყოფნის კრიზისის“ (crisis of presence) კონცეფცია ლიმინალობის უფრო ღრმად გააზრებას.
ლექცია ტარდება საშემოდგომო სკოლის „ლიმინალობა და ძალაუფლება“ ფარგლებში, რომლის ორგანიზატორია პროფ. ულრიხ ვან ლოიენი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). სკოლა დაფინანსებულია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მიერ.
სტეფანო დე მატეისი, რომისა და სალერნოს უნივერსიტეტების კულტურული ანთროპოლოგიის ყოფილი პროფესორი, წამყვანი მკვლევარი და იტალიელი ანთროპოლოგის, ფილოსოფოსისა და რელიგიის ისტორიკოსის, ერნესტო დე მარტინოს (1908-1965) ნაშრომების რედაქტორია.
მოდერატორი: ულრიხ ვან ლოიენი, კულტურის კვლევების პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფორმატი: ონლაინლექცია და დისკუსია Zoom პლატფორმის საშუალებით
დასასწრები ბმული: https://bit.ly/3VnFM8N (Meeting ID: 824 0699 3866; Passcode: 812151)
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 8 ოქტომბერი, 15:30 (საქართველოს დროით)
2026