


სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ახალი ამბები
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება გახანგრძლივდა და გაგრძელდება 29 აგვისტოს 15:00 საათამდე რეგისტრაციის ბაზის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2OWAgr1
რეგისტრაციის ზოგადი ინსტრუქცია იხილეთ აქ.
გაითვალისწინეთ, რომ ერთი პირადობის მოწმობით რეგისტრირდებით მხოლოდ ერთხელ, შესაბამისად, რეგისტრაციის დროს მიუთითეთ ყველა სასურველი პროგრამა და ისე გამოგზავნეთ განაცხადი, განაცხადის გამოგზავნის შემდეგ პროგრამას ვეღარ დაამატებთ!
რეგისტრაციის დაწყებამდე მაგისტრანტობის კანდიდატებს აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეთ ყველა ასატვირთი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგისტრაციას ვერ გაივლიან, არასწორად ატვირთული დოკუმენტის შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმდება! მცდარი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტს ეკისრება პასუხისმგებლობა! ასატვირთი დოკუმენტების სია განსხვავებულია პროგრამების მიხედვით.
სრული ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/2lPeHud
2022 წელი