


სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება გახანგრძლივდა – გაგრძელდება 29 აგვისტოს 00:00 საათამდე რეგისტრაციის ბაზის საშუალებით შემდეგ ბმულზე: : https://bit.ly/3krq1Yl
რეგისტრაციის ზოგადი ინსტრუქცია იხილეთ აქ.
გაითვალისწინეთ, რომ ერთი პირადობის მოწმობით რეგისტრირდებით მხოლოდ ერთხელ, შესაბამისად, რეგისტრაციის დროს მიუთითეთ ყველა სასურველი პროგრამა და განაცხადი ისე გამოგზავნეთ. განაცხადის გამოგზავნის შემდეგ პროგრამას ვეღარ დაამატებთ!
რეგისტრაციის დაწყებამდე მაგისტრანტობის კანდიდატებს აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეთ ყველა ასატვირთი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგისტრაციას ვერ გაივლიან, არასწორად ატვირთული დოკუმენტის შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმდება! მცდარი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა აპლიკანტს ეკისრება! ასატვირთი დოკუმენტების სია განსხვავებულია პროგრამების მიხედვით.
სრული ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3mzfL2V
2021 წელი