


სამაგისტრო პროგრამა „რელიგიის კვლევების“ საინფორმაციო შეხვედრა
ღონისძიებები
9 ივნისს, 14:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრაზე.
პროგრამას წარადგენენ მასში ჩართული პროფესორები და კურსდამთავრებულები.
შეხვედრაზე გაგაცნობთ, რატომ არის რელიგიის კვლევების პროგრამა უნიკალური ქართულ აკადემიურ სივრცეში, რა ცოდნასა და შესაძლებლობებს ვთავაზობთ სტუდენტებს, რატომაა სამაგისტრო საფეხურზე რელიგიის აკადემიური შესწავლა მნიშვნელოვანი მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.
შეხვედრის მიზანია, დაინტერესებულ სტუდენტებს სიღრმისეულად გავაცნოთ რელიგიის კვლევების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, სტუდენტებმა იფიქრონ ეგზისტენციალურ, ეთიკურ, სოციალურსა და პოლიტიკურ საკითხებზე, გააანალიზონ რელიგიის როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე საკითხები.
დრო: 9 ივნისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32
2023