მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო გამოცდების I ეტაპის შედეგები მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“

ახალი ამბები

2022-2023 სასწავლო წლის მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებისI ეტაპის  (ინტერვიუები აპლიკანტთან) შედეგები  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  სამაგისტრო პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები მოცემულია მიმართულებების მიხედვით, მიმაგრებულ დოკუმენტებში

სააპელაციო პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული ინტერვიუს შედეგების შესახებ უნდა გამოგზავნოს 2022 წლის 1 სექტემბერს, 11:00-დან 00:00 საათამდე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე graduateschool@iliauni.edu.ge.

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია გასაუბრების ვიდეოჩანაწერების საფუძველზე. ვიდეოჩანაწერის გაცნობის შემდეგ სააპელაციო კომისიამ შესაძლოა მოითხოვოს აპლიკანტთან შეხვედრა. აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არა უგვიანეს 2 სექტემბრისა. სააპელაციო განაცხადის ფორმა იხილეთ აქ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, რომლებშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად იქნება წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.

შემდეგ ეტაპზე გადადის ის კანდიდატი, რომელიც გადალახავს შეფასების მინიმალურ ზღვარს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: მაია ბლიაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 430)
ელფოსტა: maia.bliadze@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი: მარიამ მარდალეიშვილი
ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

 2022 წელი

ბანერები