მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო გამოცდების I ეტაპის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“

ახალი ამბები

შედეგები მოცემულია მიმართულებების მიხედვით, მიმაგრებულ დოკუმენტებში.

შიდასაუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების II ეტაპი - შემოქმედებითი ტური

შემოქმედებითი ტური რეჟისორებისთვის შედგება 2022 წლის 5 სექტემბერს, 11:00-16:00 სთ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  A კორპუსში, აუდიტორია A308-ში.

შემოქმედებითი ტური რეჟისორებისთვის ითვალისწინებს წერით გამოცდას 15 პიესის მიხედვით. გამოცდისათვის 15 პიესიდან ფარული კენჭისყრით შერჩეული იქნება 3 პიესა. აპლიკანტი თავისი სურვილით შეარჩევს ერთ-ერთს და დაწერს სარეჟისორო ექსპლიკაციას. გამოცდისთვის გათვალისწინებულია 5 აკადემიური საათი.

პიესების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

შემოქმედებითი ტური მსახიობებისთვის შედგება 2022 წლის 6 სექტემბერს. განრიგი იხილეთ აქ

იმ აპლიკანტებს, რომელთაც გადალახეს ინტერვიუს ეტაპის შეფასების მინიმალური ზღვარი, გადაეცემათ დავალება შემოქმედებითი ტურისთვის, რომელიც მოიცავს ლიტერატურული მასალისა და ეტიუდის მომზადებას.

დავალების ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ.

შემოქმედებითი ტურის შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2022 წლის 8 სექტემბრის 11:00 საათამდე. 

შეფასების კრიტერიუმები იხილეთ აქ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი:
მაია ბლიაძე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 430)
ელფოსტა: maia.bliadze@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი:
მარიამ მარდალეიშვილი, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

2022 წელი

ბანერები