


სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული მუდმივმოქმედი სემინარი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფულბრაიტის სამეცნიერო და კვლევითი გრანტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს პროფესორ მაილს ბრაიანტს (Miles Bryant).
მაილს ბრაიანტი არის პირველი სტუმარი სამაგისტრო და სადოქტორო ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული მუდმივმოქმედი სემინარისა, რომელიც სთავაზობს პლატფორმას სხვადასხვა მეცნიერების წარმომადგენლებს საჯარო განხილვებისა და დისკუსიებისთვის. სემინარი ღიაა ყველა სხვა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო დაწესებულებისთვის, ასევე დაინტერესბეული პირებისთვის.
მაილს ბრაიანტმა 28 იანვარს წაიკითხა პირველი ლექცია თემაზე: პროგრამების და პროექტების შეფასება.
სემინარი გაიმართება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს, 18.15 საათზე, 101-ე აუდიტორიაში. ყოველი თვის თემის ანონსი გამოცხადდება ერთი კვირით ადრე. პირველი თვე ეძღვნება განათლებას.საჯარო ლექცია ჩატარდება ინგლისურად ქართული თარგმანით.
მომხსენებლის შესახებ:
დოქტორი ბრაიანტი არის ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის პროფესორი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი იყო ამავე უნივერსიტეტის ფაკულტეტის სენატის პრეზიდენტი და მისი დეპარტამენტის უფროსი ექსპერტი. დოქტორი ბრაიანტი არის მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორი, რომლებიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს აშშ-ს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შორის, მის ნაშრომებს ხშირად იყენებენ სადოქტორო პროგრამების სტუდენტები დისერტაციაზე მუშაობისას. დოქტორი ბრიანტი ასევე არის ბოლო პერიოდში გამოშვებული სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თავის თანაავტორი; ეს სახელმძღვანელო ეხება განათლების ადმინისტრირების სწავლებას და გამოცემულია ამერიკის წამყვანი პროფესიული ასოციაციის მიერ, რომელიც მუშაობს განათლების მენეჯმენტისა და ადმინისტრირების პროგრამებზე.
-----------------------------------------------
მაგისტრებისთვის დამატებითი კურსის აღების შესაძლებლობა.
მაილს ბრაიანტი განათლების ადმინისტრირების პროგამის სტუდენტებს ძირითადად, გთავაზობთ დამატებით კურსს, რომლის ძირითადი თემა იქნება პროგრამების შეფასება. იხ.ვიკიპედიის სტატია ამ თემის შესახებ.
კურსი ჩატარდება თებერვლის მეორე კვირიდან დაწყებული და გულისხმობს 10-12 კვირიან პერიოდს. კურსის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ შეისწავლონ პროგრამების შეფასების ინსტრუმენტები და დაგეგმონ საკუთარი კვლევა.
კურსის ჩატარდება ინგლისურ ენაზე. შეხვედრები იქნება ხუთშაბათობით საღამოს 6 საათზე.
სტუდენტების რაოდენობა შეზღუდულია 15 მონაწილემდე. უპირატესობა მიეცემა ილიას უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებს, და მათ ვინც უფრო ადრე დარეგისტრირდება.
_______________________________________
დოქტორანტებისთვის სემინარი განათლების კვლევის მეთოდებში
მაილს ბრაიანტი, თებერვლის მეორე კვირიდან დაწყებული ჩაატარებს სემინარს 10 დოქტორანტისთვის განათლების კვლევის მეთოდებში. სემინარის მიზანია, რომ დაეხმაროს ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტებს სადოქტორო თემების ფორმულირებების დახვეწაში, კვლევის ინსტრუმენტებისა და მეთოდების შერჩევაში და სამეცნიერო სტატიის დაწერაში. სემინარი ძირითადად განკუთვნილია განათლების მიმართულების დოქტორანტურის სტუდენტებისთვის თუმცა შესაძლოა საინტერესო იყოს ასევე სხვა მომიჯნავე მიმართულების ახალგაზრდა მკვლევარებისთვის.
სემინარი ჩატარდება სამშაბათობით 6 საათზე და გასტანს 2 საათს. სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
დაინტერესებულებს შეუძლიათ დასარეგისტრირებლად მიმართოთ პროფესორ სიმონ ჯანაშიას (განათლების მართვის ინსტიტუტის პროექტის დირექტორი) ელ- მისამართზე simon_janashia@iliauni.edu.ge. უპირატესობა მიეცემა მას, ვინც ადრე დარეგისტრირდება.