


საჯარო ლექცია „როგორ გამოვაქვეყნოთ სოციალური მეცნიერებების სფეროსთვის დაწერილი სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში“
ღონისძიებები
27 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება ნიუ იორკის უნივერსიტეტის (CUNY) ქუინს კოლეჯის ასოცირებული პროფესორის, ჯული ჯორჯის საჯარო ლექცია თემაზე: „როგორ გამოვაქვეყნოთ სოციალურ მეცნიერებათა სფეროსთვის დაწერილი სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში“.
ლექციაზე დასწრება შეუძლიათ დოქტორანტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს.
ჯული ჯორჯი ნიუ იორკის უნივერსიტეტის (CUNY) ქუინს კოლეჯისა და კვლევითი ცენტრის პოლიტიკის მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევითი ინტერესები შეეხება ეთნიკურობას, კონფლიქტებსა და სახელმწიფოების მშენებლობის პროცესს პოსტსაბჭოთა სივრცეში, კონკრეტულად კი საქართველოსა და რუსეთში. ის ასწავლის შესავალ კურსებს შედარებით პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. მისი კურსები ასევე ეხება შემდეგ თემებს: რუსეთის პოლიტიკას, დემოკრატიულ ტრანზიციას, ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკას, საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიკასა და პოსტკომუნიზმის პრობლემებს. გარდა ამისა, ჯული ჯორჯს ჩატარებული აქვს კვლევები როგორც საქართველოში, ისე რუსეთში ფულბრაითის ასოციაციისა და IREX-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროფ. ჯორჯი რამდენიმე კვლევითი ნაშრომისა და წიგნის ავტორია. მათ შორისაა „ეთნიკური სეპარატიზმის პოლიტიკა რუსეთსა და საქართველოში“ (Palgrave Macmillan, 2009). მას ასევე გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა: Europe-Asia Studies, Post-Soviet Affairs, European Security and Central Asian Survey. დაწერილი აქვს ქვეთავები წიგნებისთვის „ცენტრალური აზიისა და კავკასიის ტრანზიციის პოლიტიკა: განგრძობადი მემკვიდრეობები და მომავალი გამოწვევები“ (Routledge, 2009) და „კონფლიქტი კავკასიაში: შედეგები საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგისთვის“ (Palgrave Macmillan, 2010).
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 27 მაისი, 14:00 საათი
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3NBhj6R
ღონისძიება გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.
Live- ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3a6OX5N
2022 წელი