


საჯარო ლექცია: "Lo real maravilloso: საუბრები ტრანსკულტურაციასა და მაგიურ რეალიზმზე"
ღონისძიებები
16 დეკემბერს, 11:00 საათზე, ველინგტონის ვიქტორია უნივერსიტეტის პროფესორი კაროლინა მირანდა წაიკითხავს ლექციას Lo real maravilloso: საუბრები ტრანსკულტურაციასა და მაგიურ რეალიზმზე.
ლექცია ნაწილია სამაგისტრო კურსისა „თანამედროვე ესპანურენოვანი ლიტერატურა. მაგიური რეალიზმი“, რომელსაც უძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მარიეტა ჩიხლაძე.
„თანამედროვე ლათინურ-ამერიკულ მხატვრულ ლიტერატურაზე საუბრისას საერთაშორისო ლიტერატურულ ბაზარს განსაკუთრებით ხიბლავს ორი ტერმინი – nueva novela და Boom, ცნობილი როგორც მაგიური რეალიზმი ან ტრანსკულტურაცია, როგორც მას ლათინური ამერიკის პერსპექტივიდან მოიხსენიებენ. სუბკონტინენტზე არსებული რეალობის აღქმაზე მსჯელობისას – რომ იგი ფანტაზიას უფრო ჰგავს, ვიდრე ფიქციას – ტრანსკულტურაცია, როგორც წესი, ხაზგასმით აღნიშნავს ლათინური ამერიკის ისტორიის ფანტასტიკურ დისპროპორციებს და ადგილობრივ (ინდიელ ან გლეხთა) კულტურებზე დაფუძნებულ ალტერნატიულ თვალსაზრისს გვთავაზობს.
ლექციაზე განვიხილავ რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს ჟანრის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, გაბრიელ გარსია მარკესის საეტაპო რომანიდან „მარტოობის ასი წელი“ (1967), ასევე ვისაუბრებ ურუგვაელი მწერლის, ჰორაციო კვიროგას (1878-1937) შემოქმედებაზე, რომლის მიერ „მოშინაურებულმა“ გოტიკამ იგი lo fantascico-maravilloso-ს წინამორბედად აქცია“.
კაროლინა მირანდა, ველინგტონის ვიქტორია უნივერსიტეტის პროფესორი, ასწავლის თარგმანს, ლიტერატურასა და კულტურულ კვლევებს. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები რობერტო არლტის თეატრსა და პროზაზე, ასევე არგენტინულ, ესპანურ და ახალ ზელანდიურ კრიმინალურ მხატვრულ ლიტერატურაზე.
დრო: 16 დეკემბერი, 11:00 საათი
ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ზუმის გამოყენებით
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3yokOqC
Meeting ID: 824 1490 1798
Passcode: 146801
2021 წელი