


საჯარო დისკუსია „მიგრაციით გამოწვეული შფოთი და სოლიდარობა – უკრაინელი და რუსი მიგრანტების გამოცდილება საქართველოში“
ღონისძიებები
31 მაისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ევროპული კოოპერაციის (COST Action) კონსორციუმის „მიგრაციასა და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე თეორიისა და პრაქტიკული საკითხების დაკავშირება“ (COREnet) ფარგლებში გაიმართება დისკუსია „მიგრაცია, შფოთი და სოლიდარობა – უკრაინელი და რუსი მიგრანტები საქართველოში“.
დისკუსიის მიზანია რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში რუსული და უკრაინული მიგრაციის საკითხების გაანალიზება პოლიტიკურ, კულტურულ და გენდერულ ჭრილში. მოხსენებები შეეხება, როგორ ვლინდება ომისა და მიგრაციის გამოცდილება ყოველდღიურობაში, ასევე თბილისისა და ერევნის ურბანულ სივრცეებში.
მომხსენებლები
„ურბანული აგონია – მიგრაციისა და ომის რეპრეზენტაცია ურბანულ სივრცეში“
სოფო ზვიადაძე, სოციოლოგი, რელიგიის მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
„რუსული მიგრაციის კვალი ერევნის ქუჩებში და ადგილობრივების განწყობები რუს მიგრანტთა მიმართ“
თამთა თათარაშვილი, ანთროპოლოგიის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
„რუსი მიგრანტების ყოველდღიურობა თბილისში“
მარიამ დარჩიაშვილი, ანთროპოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
„უკრაინელი ქალი მიგრანტების ომის გამოცდილება – ტრავმა, აფექტი და გადარჩენის იმედი“
ელის ბაქრაძე, სოციოლოგიის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 31 მაისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი