მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რელიგიის კვირეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამა წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს რელიგიის კვირეულის ფარგლებში. 21-დან 25 ივნისის ჩათვლით მოწვეული მომხსენებლები წაიკითხავენ ლექციებს, რომელთა თემატიკა აერთიანებს რელიგიის შესწავლის განსხვავებულ პერსეპექტივებს. მრავალფეროვანია თემათა გეოგრაფიული არეალი და კულტურული კონტექსტიც, რაც საშუალებას იძლევა, რელიგიასთან დაკავშირებული საკითხის თავისებურებები აღმოვაჩინოთ ლოკალურ კულტურაში და უფრო ფართო პერსპექტივით დავინახოთ რელიგიის ფენომენი.

ლექციების განრიგი:

_____________________________________________________________________________________________

21 ივნისი, ორშაბათი, 17:00-19:00 სთ.

„ხმაური, რომელიც სიჩუმემ შექმნა: როგორ არეგულირებს განაში აკუსტიკურ აკრძალვას განის სახელმწიფო“

მომხსენებელი მარიამ გოშაძე

ვრცლად: https://bit.ly/3gnmx8m

____________________________________________________________________________________________

22 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ.

„მუსლიმური საზოგადოების ტრანსფორმაცია ქალების ტრანსფორმაციის გზით: მუსლიმი ქალების რეფორმაცია აზერბაიჯანში, 1890-1920“

მომხსენებელი ელენა აბდულაევა

ვრცლად: https://bit.ly/3iJsLkq

____________________________________________________________________________________________

23 ივნისი, ოთხშაბათი, 17:00-19:00 სთ.

„მისტიკა, როგორც რელიგიის ხსნა ფუნდამენტალიზმისგან“

მომხსენებელი ზურაბ ჯაში

ვრცლად: https://bit.ly/2U6dekA

____________________________________________________________________________________________

24 ივნისი, ხუთშაბათი, 17:00-19:00 სთ.

„ავტოკეფალიის საკითხი, როგორც მართლმადიდებლური პოლიტიკური თეოლოგია“

მომხსენებელი თამარ გრძელიძე

ვრცლად: https://bit.ly/3pVnc46

____________________________________________________________________________________________

25 ივნისი, პარასკევი, 17:00-19:00 სთ.

ისლამისა და მისი სხვადასხვა წინააღმდეგობრივი რელიგიური მახასიათებლის როლი ჩეჩნეთის პოლიტიკასა და საზოგადოება კადიროვის მმართველობის პირობებში“

მომხსენებელი კრისტოფ გიზელი

ვრცლად: https://bit.ly/3grelnA

 

ლექციები გაიმართება დისტანციურად, facebook live-ის მეშვეობით.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

 

2021 წელი

ბანერები