მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ რონალდ გრიგორ სუნის საჯარო ონლაინლექცია „ისტორიის შურისძიება: მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა 21-ე საუკუნის საქართველოში“

ღონისძიებები

16 ივნისს, 15:30 საათზე, პროფესორი რონალდ გრიგორ სუნი პლატფორმა Zoom-ის საშუალებით წაიკითხავს ლექციას „ისტორიის შურისძიება: მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა 21-ე საუკუნის საქართველოში“.

მომხსენებელი ისაუბრებს, რა გავლენა მოახდინა მეფის რუსეთმა და საბჭოთა „სოციალიზმმა“ ქართული ერის ჩამოყალიბებაზე და სუვერენიტეტისა და მოდერნულობის იმ ზღუდეებზე, რომლებიც ამ იმპერიებში ცხოვრებამ შექმნა.

საჯარო ლექცია ნაწილია სამდღიანი საერთაშორისო ვორკშოპისა „მოდერნულობა და სუვერენულობები საქართველოში“.

ვორკშოპის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) სლავური ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტი, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი (IOS რეგენსბურგი).

ღონისძიება ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით, ფუნდამენტური კვლევებისთვის სამეცნიერო საგრანტო პროექტის – „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ – ფარგლებში.

პროფესორი რონალდ გრიგორ სუნი მიჩიგანის უნივერსიტეტის (University of Michigan) ისტორიის კათედრის საპატიო ემერიტუს პროფესორი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის (University of Chicago) ისტორიისა და პოლიტიკური მეცნიერებების ემერიტუს პროფესორია. იგი ცნობილია, როგორც ამიერკავკასიის, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთი წამყვანი და ავტორიტეტული მკვლევარი.

მოდერატორი ჰარშა რამი, ლიტერატურის მკვლევარი და რუსეთის სპეციალისტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) ასოცირებული პროფესორი 

ფორმატი: ონლაინლექცია (Zoom)

სარეგისტრაციო ბმული: Zoom-ზე სარეგისტრაციოდ მიჰყევით ბმულს

სამუშაო ენა: ინგლისური (კითხვის დასმა შესაძლებელია ქართულად)

დრო: 16 ივნისი, 15:30 საათი (საქართველოს დროით)

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები