მრგვალი მაგიდა „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“
ღონისძიებები
17 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საჯარო ღონისძიება თემაზე „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“.
დღევანდელ მომენტს ერთდროულად ახასიათებს როგორც ფრაგმენტაცია, ისე გადაკვეთა. 1945 წლის შემდეგ შექმნილი და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფესვგადგმული საერთაშორისო წესრიგი მოირყა. ამავდროულად, როგორც მეტროპოლიებში, ისე პერიფერიაში ავტორიტარიზმი იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მონაწილეობას, ინტელექტუალურ თავისუფლებას და უნივერსიტეტის ინსტიტუციურ ავტონომიას. საქართველო, როგორც ეს მის ისტორიაში ხშირად მომხდარა, დღესაც ერთდროულად გვევლინება, როგორც განაპირა, უკიდურესი შემთხვევა და როგორც უფრო დიდი პროცესების ამრეკლავი და გარდამტეხი სარკე.
აღნიშნულ საკითხებს გეოგრაფიული მდებარეობის, ინსტიტუციური კუთვნილებისა და დარგობრივი სპეციალიზაციის ჭრილში განიხილავენ:
- ჰარშა რამი, ლიტერატურის მკვლევარი და რუსეთის სპეციალისტი
- ფლორიან მიულფრიდი, ანთროპოლოგი
- ია ერაძე, პოლიტიკური ეკონომისტი
მოდერატორი – ლუკა ნახუცრიშვილი
საჯარო ღონისძიება ნაწილია სამდღიანი საერთაშორისო ვორკშოპისა „მოდერნულობა და სუვერენულობები საქართველოში“, რომლის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) სლავური ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტი და აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი (IOS რეგენსბურგი).
ღონისძიება ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით, ფუნდამენტური კვლევებისთვის სამეცნიერო საგრანტო პროექტის – „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ – ფარგლებში.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 17 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026