


პროფესორ მილდა ალისაუსკინეს ლექციები რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში
ღონისძიებები
2-5 მაისის ჩათვლით რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავს ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის პროფესორი მილდა ალისაუსკინე.
მომხსენებლის შესახებ
მილდა ალისაუსკინე სოციოლოგიისა და პოლიტიკური მეცნიერების პროფესორია ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში კაუნასში (ლიტვა). მისი კვლევის ძირითადი ინტერესებია: რელიგიური მრავალფეროვნება, გენდერი და რელიგია, პოლიტიკა და რელიგია პოსტსოციალისტურ საზოგადოებაში. მისი პუბლიკაციები ეხება რელიგიურ ტრანსფორმაციასა და უმცირესობათა რელიგიებს თანამედროვე ლიტვასა და ბალტიის ქვეყნებში. 2016 წელს მიიღო ფულბრაიტის, ხოლო 2021 წელს – ჰელსინკი ალექსანტერის ინსტიტუტის სტიპენდია. ამჟამად ხელმძღვანელობს კვლევით პროექტს „რელიგია და გენდერული თანასწორობა: ბალტიისა და ჩრდილოეთ ქვეყნების განვითარება“. ასევე პროექტის COST Action CA20107 „მიგრაციის და რელიგიური მრავალფეროვნების თეორიის და პრაქტიკული საკითხების დაკავშირება“ მთავარი ხელმძღვანელია. 2015 წლიდან მილდა ალისაუსკინე რელიგიის ისტორიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტის არჩეული წევრია. 2018 წლიდან – საერთაშორისო სოციოლოგიური საზოგადოების რელიგიის სოციოლოგიის კვლევითი კომიტეტის (ISA RC22) არჩეული წევრი.
ლექციების განრიგი
2 მაისი
ლექციის თემა: “Is God Alive? Some Observations about the Place and Role of Religion in Contemporary Society”
დრო: 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: C 212 აუდიტორია
სამუშაო ენა: ინგლისური
3 მაისი
ლექციის თემა: “Religions and LGBT+ Community: The Interactions of Religiosity and Sexuality in Post-Socialist Society of Lithuania”
დრო: 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“
სამუშაო ენა: ინგლისური (საჯარო ლექცია)
4 მაისი
ლექციის თემა: “The Patterns of Religious Pluralism in the Post-Communist States”
დრო: 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: C 212 აუდიტორია
სამუშაო ენა: ინგლისური
5 მაისი
ლექციის თემა: “Social Scientific Research of Religion: its Theoretical and Methodological Problems”
დრო: 18 საათი
ადგილმდებარეობა: C 212 აუდიტორია
სამუშაო ენა: ინგლისური
ფორმატი: ჰიბრიდული (დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის)
2022