მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ მარტინ ტრემლის საჯარო ლექციების ციკლი: „რელიგიის კულტურათა თეორია“

ღონისძიებები

18 მაისიდან 1-ლ ივნისამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს იწვევს ლექციების ციკლზე: „Theory of Cultures of Religion“. ლექციებს წაიკითხავს ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი მარტინ ტრემლი.

ლექციების ციკლის შესახებ:

თანამედროვეობაში რელიგია კულტურის კვლევების დარგს უპირისპირდება მნიშვნელოვანი თეორიული პრობლემებით, რომლებზეც სეკულარიზაციის ძველი მოდელები დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერ იძლევა. არც ისაა დამაჯერებელი, რომ რელიგიამ თავი ამოწურა და არც ის, რომ რაღაც სხვამ ჩაანაცვლა. არც ერთი ეს არგუმენტი არ უპასუხებს რეალობას. რელიგიის კულტურათა თეორიის შესახებ საჯარო ლექციებზე წარმოდგენილი მოსაზრებები ეფუძნება ვარაუდს, რომ ჩვენი ყველაზე ძლიერი სიმბოლოები სწორედ რელიგიიდანაა წარმოშობილი და გაუცნობიერებლად, თუმცა ყველაზე ძლიერად, არის აღბეჭდილი ჩვენს გონებაში. ამ პროცესებში, როგორც შემდეგ ვნახავთ, სიცოცხლის ფორმა დაჰაბიტუსი რწმენისა და აღსარების ადგილს იკავებს.

პირველ ლექციაზე საუბარი იქნება ამ თეორიის მნიშვნელოვან საკითხებსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მეორეზე განხილული იქნება კვლევის მეთოდოლოგია, ხოლო ფინალურ, მესამე, ლექციაზე მიმოხილული იქნება თეორიის ცენტრალური იდეები.

ლექციების განრიგი:

ძალადობა რელიგიაში: მოწამის ფიგურა – 18 მაისი, სამშაბათი, 18:00-20:00;

მეთოდის საკითხი: აბი ვარბურგი და ილუსტრირებული ატლასი – 25 მაისი, სამშაბათი, 18:00-20:00;

სიმბოლო, როგორც სიმპტომი: რელიგიის კულტურები – 1-ლი ივნისი, სამშაბათი, 18:00-20:00.

ლექციები გაიმართება დისტანციურად, facebook live-ის მეშვეობით.

სამუშაო ენა: ინგლისური

2021 წელი

ბანერები