მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტი: ,,სერვისის სწავლება - ჩართული და კოლაბორაციული სწავლა და სწავლება სოციალურ მუშაობაში’’

ახალი ამბები

EASSW-ის (სოციალური მუშაობის სკოლების ევროპის ასოციაცია, www.eassw.org) მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „სერვისის სწავლება – ჩართული და კოლაბორაციული სწავლა და სწავლება სოციალურ მუშაობაში’’. პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი სოციალური მუშაობის მიმართულებით ევროპის სხვა უნივერსიტეტებთან ერთად.

პროექტის მიზანია სოციალური მუშაობის განათლების დახვეწა სერვისის სწავლების მიმართულებით, საერთო პუბლიკაციების მომზადება და გამოცდილების გაზიარება ევროპელ პარტნიორებთან სათემო სწავლების კუთხით.

პროექტში ჩართულნი არიან პროფესორები სოციალური მუშაობის მიმართულებით, მოწვეული და პრაქტიკის მასწავლებლები, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები. პროექტის ერთ-ერთი შედეგი იქნება თანამშრომლობის გაღრმავება პრაქტიკის ორგანიზაციებთან სერვისის სწავლების მიმართულებით.

2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები