მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ნათელა ბერაიასა და დაჩი თაქთაქიშვილის სადოქტორო პორტფოლიოების დაცვა დისტანციურად

2020 წლის 21 ივლისს, 13:00 და 16:00 საათზე, გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტების – ნათელა ბერაიას სადოქტორო პორტფოლიოს ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებლებისანასტასია ვირსალაძის და ანა თულაშვილის შემოქმედებითი და პედაგოგიური გზა და გავლენა თანამედროვე ქართულ საფორტეპიანო სკოლაზე" და დაჩი თაქთაქიშვილის სადოქტორო პორტფოლიოს XXI საუკუნის ქართული საფორტეპიანო სკოლის პრობლემები ტექნიკურ ჭრილში და მათი გადაჭრის გზების ძიება" – დისტანციური დაცვა პროგრამა Zoom-ის გამოყენებით.
სამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო მამრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თანახელმძღვანელი – ქეთევან შენგელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

სადისერტაციო ნაშრომის დაცვაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები