მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სააპელაციო ზეპირი გამოცდის განრიგი

ახალი ამბები

აპლიკანტებს, რომლებმაც წარმოადგინეს საპრეტენზიო განაცხადი 2022-2023 სასწავლო წლისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, საშუალება ეძლევათ გაიარონ განმეორებითი ზეპირი გამოცდა შესაბამისი მიმართულების საპრეტენზიო საბჭოების წინაშე. ამასთან, იმ აპელანტების შემთხვევაში, რომელთაც გაასაჩივრეს ესეის, სამოტივაციო წერილის, ტესტირების შედეგები, ნამუშევრები გადაიხედება და შეფასდება შესაბამისი მიმართულების საპრეტენზიო საბჭოების მიერ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ის კანდიდატები, რომლებიც არ გამოცხადებულან გამოცდაზე მიმღებ კომისიასთან, სააპელაციო გასაუბრებაზე არ დაიშვებიან!

მნიშვნელოვანია! დისტანციურად ჩატარებულ სააპელაციო გასაუბრებაზე დაიშვება მხოლოდ ის აპლიკანტი, რომელსაც ჩართული ექნება ვიდეოგამოსახულება და თან ექნება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დისტანციურ გამოცდებზე დასწრება შესაძლებელია პროგრამების მიხედვით ატვირთულ დოკუმენტებში შესაბამის ბმულზე გადასვლით. ბმულზე გადასვლის შემდეგ აპლიკანტი შეიძლება მოხვდეს მოსაცდელ ოთახში და განრიგის მიხედვით დაიშვება გამოცდაზე.

იმ შემთხვევაში თუ Zoom-ის ბმულზე გადასვლის დროს პროგრამა მოგთხოვთ Meeting ID-ისა და Passcode-ს მითითებას, ის შეგიძლიათ იხილოთ პროგრამების მიხედვით ატვირთულ დოკუმენტში

სააპელაციო ზეპირი გამოცდების განრიგი მოცემულია პროგრამების მიხედვით მიმაგრებულ დოკუმენტებში

უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა 

შედეგების გამოცხადება

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2022 წლის 15 სექტემბერს.

ხელშეკრულებების გაფორმება

 მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულებები გაფორმდება 2022 წლის 16-დან 21 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, A 101 აუდიტორიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)

ა) ძირითადი სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 16-17 სექტემბერს;

ბ) სათადარიგო სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 20-21 სექტემბერს.

სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ!

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 19 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გასაფორმებლად რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც ჰქონდა მოთხოვნილი რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს: cv/სამოტივაციო წერილი/ესეი):

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;

დ) ფაკულტეტების/სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;

ე) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა. 

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: მაია ბლიაძე
ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 430)
ელფოსტა: maia.bliadze@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი: მარიამ მარდალეიშვილი
ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

2022 წელი

ბანერები