


მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები
ახალი ამბები
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები (ნედლი ქულები) მოცემულია პროგრამების მიხედვით მიმაგრებულ დოკუმენტებში
მისაღები ადგილების რაოდენობა პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.
1. უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა
ანგლისტიკის მიმართულება – ზეპირი გამოცდის შედეგები
რომანული ფილოლოგიის მიმართულებისათვის – წერითი გამოცდის შედეგი (ესეი)
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებისათვის – ზეპირი გამოცდის შედეგები
2. გამოყენებითი ენათმეცნიერება – ზეპირი გამოცდის შედეგები
3. ფილოსოფია – წერითი გამოცდის შედეგები, ზეპირი გამოცდის შედეგები
4. შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია) – ზეპირი გამოცდის შედეგები
5. არქეოლოგია – ზეპირი გამოცდის შედეგები
6. თანამედროვე საქართველოს ისტორია – ინგლისური ენის ტესტირების შედეგები, ზეპირი გამოცდის შედეგები
7. ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები – საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდის შედეგები
8. სახელოვნებო თეორიისა და პრაქტიკის კვლევები – ზეპირი გამოცდის შედეგები
შენიშვნა: მიღება ცხადდება პროგრამის მხოლოდ კინომცოდნეობის მიმართულებაზე.
9. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: წერითი გამოცდის შედეგები
10. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია – ზეპირი გამოცდის შედეგები
11. პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები – ისტორია ინგლისური ენის ტესტირების შედეგები, ზეპირი გამოცდის შედეგები
12. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ინგლისური ენის ტესტირების შედეგები, ზეპირი გამოცდის შედეგები
13. რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები) –ინგლისური ენის ტესტირების შედეგები, ზეპირი გამოცდის შედეგები
14. ადიქციის კვლევები – ზეპირი გამოცდის შედეგები
15. სოციოლოგია – ზეპირი გამოცდის შედეგები
16. რელიგიის კვლევები – ზეპირი გამოცდის შედეგები
17. სოციალური მუშაობა – ზეპირი გამოცდის შედეგები
18. ფსიქიკური ჯანმრთელობა – ზეპირი გამოცდის შედეგები
სააპელაციო პროცედურები
მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების შესახებ უნდა გამოგზავნოს 2022 წლის 10 სექტემბრის 10:00 საათიდან 11 სექტემბრის 18:00 საათამდე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე graduateschool@iliauni.edu.ge (სააპელაციო განაცხადის ფორმა იხილეთ აქ)
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია.
საპრეტენზიო განაცხადების საფუძველზე დანიშნული განმეორებითი გამოცდა და/ან ესეების//ტესტების/სამოტივაციო წერილების განმეორებითი განხილვა შედგება 2022 წლის 13-14 სექტემბერს.
პროგრამების მიხედვით სააპელაციო გამოცდების განრიგისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არა უგვიანეს 2022 წლის 12 სექტემბრისა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, რომლებშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად იქნება წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.
შედეგების გამოცხადება
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2022 წლის 15 სექტემბერს.
ხელშეკრულებების გაფორმება
მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულებები გაფორმდება 2022 წლის 16-დან 21 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, A 101 აუდიტორიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)
ა) ძირითადი სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 16-17 სექტემბერს;
ბ) სათადარიგო სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 20-21 სექტემბერს.
სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ !
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 19 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გასაფორმებლად რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც ჰქონდა მოთხოვნილი რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს: cv/სამოტივაციო წერილი/ესეი):
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;
დ) ფაკულტეტების/სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;
ე) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა.
იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: მაია ბლიაძე
ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 430)
ელფოსტა: maia.bliadze@iliauni.edu.ge
საკონტაქტო პირი: მარიამ მარდალეიშვილი
ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge
2022 წელი