


კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდია რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის
კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი საქართველოში 2021-2022 სასწავლო წლისთვის აწესებს სტიპენდიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის 2 წარმატებული სტუდენტისთვის.
სტიპენდიატს შესაძლებლობა ექნება სწავლის პერიოდში მოამზადოს კვლევა ან კვლევები, რომელთა მიზანი იქნება რელიგიის სხვადასხვა საკითხის შესწავლა საბჭოთა საქართველოში.
ამ ინიციატივის მიზანია რელიგიის კვლევებში ახალი ცოდნის შექმნა, რელიგიის საკითხებზე სამეცნიერო კვლევებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერა.
ყოველთვიური სტიპენდიის რაოდენობა: 800 ლარი
სტიპენდიის მიღების წინაპირობა – შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაში მაღალი მაჩვენებელი და საუკეთესო კვლევითი პროექტის წარდგენა
სტიპენდიის შენარჩუნება დამოკიდებული იქნება სამაგისტრო საფეხურზე სტუდენტის აკადემიურ მოსწრებასა და კვლევის პროგრესზე.
რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიის მოპოვების მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და 2021 წლის 2 სექტემბრამდე გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: salome.gavashelishvili.1@iliauni.edu.ge