


კონკურსი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბრძანებით დამტკიცებული ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 54-ე, 55-ე მუხლების, ,,ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის და აკადემიურ თანამდებობებზე დასაქმების პირობების", ფაკულტეტის საბჭოს 2010 წლის 10 თებერვლის №38 სხდომის ოქმის, ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 19 თებერვლის №02-1837/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. 2010 წლის 15 აპრილიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ა)ფსიქოლოგიის მიმართულებით სრული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე;
ბ)ისტორიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე;
გ)ანგლისტიკა-ამერიკანისტიკის მიმართულებით სრული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე და ასოცირებული პროფესორის ორ საშტატო ერთეულზე;
დ)კულტუროლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე;
ე)რომანისტიკის მიმართულებით სრული პროფესორის ორ საშტატო ერთეულზე და ასოცირებული პროფესორის ორ საშტატო ერთეულზე;
ვ)სლავისტიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე;
ზ)განათლების მეცნიერებების მიმართულებით სრული პროფესორის ორ საშტატო ერთეულზე და ასოცირებული პროფესორის შვიდ საშტატო ერთეულზე.
2. კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ანკეტა (შევსებული);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)ოთხი ფოტოსურათი 3X4;
დ)შესაბამისი სამეცნიერო და აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ე)ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;
ვ)ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა (სილაბუსი);
ზ) კანდიდატს შეუძლია აგრეთვე წარმოადგინოს სხვა საბუთები, რომლებიც ადასტურებს მის შესაბამისობას ამ ბრძანების მე-5 მუხლში ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან;
4. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირს, კერძოდ:
ა) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამასთან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
ბ)სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, ამასთან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
5. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდება
სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას შემდეგი
ძირითადი კრიტერიუმები:
ა) კანდიდატის უნარი, მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე
ასწავლოს კურსები შესაბამის სპეციალობაში;
ბ) პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
გ) სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო
ათი წლის განმავლობაში);
დ) კვლევისათვის სახსრების მოძიებისა და კვლევითი სამუშაოების ორგანიზების
გამოცდილება;
6.საბუთების მიღება იწარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანატში.საბუთების მიღება დაიწყება 2010 წლის 17 მაისიდან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 7 ივნისი.
7.კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2010 წლის 12 ივლისს.
8.კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად ჩაითვლება და შრომის ხელშეკრულება გაუფორმდება 2010 წლის 12 ივლისიდან.
9.საბუთები აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი აგრეთვე ელექტრონული ფორმით (სამეცნიერო ნაშრომის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა არ არის აუცილებელი). საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იქნეს მოწოდებული ან დისკით, ან გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: uni@iliauni.edu.ge
10.კანცელარიას დაევალოს ბრძანების ასლების გადაცემა შემდეგი სტრუქტურებისთვის: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, საფინანსო სამმართველო, რექტორის აპარატი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი.
11.უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებს დაევალოს ბრძანების უნივერსიტეტის საიტზე და მედიის ბეჭდვით საშუალებებში განთავსება.
რექტორი გიგი თევზაძე