


კონკურსი „ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა“
კონკურსები
სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით აცხადებს კონკურსს „ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა“.
კონკურსის მიზანია 5-კვირიანი ტრენინგების ჩატარება საქართველოში ლიტერატურული აგენტის პროფესიის განვითარების ხელშეწყობად. ასევე შესაბამისი კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ქართული ლიტერატურის სწორად გატანას როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
საკონკურსო თანხის ოდენობა შეადგენს 26 500.00 ლარს (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით);
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა:
- კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ტრენინგცენტრებს;
- კონკურსში მონაწილე ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჰუმანიტარული მიმართულება/პროფილი;
- კონკურსში მონაწილე ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ტრენინგების ჩატარების გამოცდილება.
საპროექტო განაცხადები მიიღება 2022 წლის 11 მაისიდან 6 ივნისის 18:00 საათამდე;
გამარჯვებული პროექტის დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისია საპროექტო განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა ელექტრონულ ფოსტაზე docs@creativegeorgia.ge უნდა წარმოადგინოს საკონკურსო დოკუმენტაცია.
კონკურსის წესებისა და პირობების გასაცნობად გთხოვთ, იხილოთ სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ვებგვერდი - creativegeorgia.ge, რისთვისაც უნდა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3LUtvhH
კონკურსით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით „შემოქმედებითი საქართველო“ საკონკურსო პროგრამების მენეჯერს ნინა გადილიას.
საკონტაქტო ტელ,: +995 555 383029
2022 წელი