


ჟან-ლუკ კოატალემის მოხსენება „გოგენი და სეგალენი, მოგზაურობების მადლი“
ღონისძიებები
25 ივლისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის პირველი ლაურეატი მწერალი ჟან-ლუკ კოატალემი წაიკითხავს მოხსენებას Gauguin et Segalen, la consolation des voyages – გოგენი და სეგალენი, მოგზაურობების მადლი.
ღონისძიების დროს სტუმარი შეხვდება ქართველ მკითხველს, მწერალს გადაეცემა პრიზი და გაიმართება პრემირებული ნაწარმოების La part du fils ქართული თარგმანის „წილი და ხვედრი შთამომავლისა“ პრეზენტაცია.
მწერლის ჩამოყვანა, პრიზის დამზადება და თარგმანის გამოცემა უზრუნველყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
დასწრება თავისუფალია.
თარგმანი ხელმისაწვდომია წიგნის სახლში „ლიგამუსი“.
დრო: 25 ივლისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა
2022 წელი