მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის მუსიკის ცენტრის ლექცია და ვორკშოპი „აკადემიური მუსიკის ქრონოლოგიური კალენდარი და თანამედროვე საყვირის შესაძლებლობები“

ღონისძიებები

6 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი გამართავს გერმანიაში მცხოვრები მუსიკოსის, პაატა ბერიძის ლექციასა და ვორკშოპს „აკადემიური მუსიკის ქრონოლოგიური კალენდარი და თანამედროვე საყვირის შესაძლებლობები“.

პაატა ბერიძე სისტემატურად მართავს სოლო კონცერტებს, რომლებიც გამოირჩევა ორიგინალური რეპერტუარით და მოიცავს სხვადასხვა ეპოქის მუსიკას. ასევე აქტიურად უკრავს სხვადასხვა წამყვან ორკესტრთან ერთად.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო მისამართზე გამოგეგზავნებათ ღონისძიებაზე დასასწრებად საჭირო ინფორმაცია.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3GfKVnO

დრო: 6 ივნისი, 17:00 საათი

2022 წელი

ბანერები