


ილიაუნის გამოცემები სოციალურ მუშაობაში
ღონისძიებები
28 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სოციალური მუშაობის მიმართულების წიგნების პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრებიან წიგნების ავტორები, პროგრამის ლექტორები, პრაქტიკის ხელმძღვანელები, სოციალური მუშაობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები.
2020-დან 2022 წლამდე, ორი წლის პანდემიის პერიოდში, სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამამ მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების განვითარების მეცნიერულ კვლევით ცენტრთან ერთად განახორციელა საგამომცემლო პროექტები. ამ პერიოდში გამოიცა შემდეგი სამეცნიერო ლიტერატურა:
- „კონსულტირება სოციალურ მუშაობაში: ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება სოციალურ მუშაობაში (SP-19-393-რუსთაველის ეროვნული ფონდის საგამომცემლო გრანტი); 2020 წ.
- მონოგრაფია „ქუჩასთან დაკავშირებული ახალგაზრდები: ეთიკური კვლევა და ანალიტიკა“ (FR17_31 რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო კვლევითი გრანტი ფუნდამენტური კვლევებისათვის). 2020 წელი.
- 57 ასპექტი სოციალური მუშაობის კვლევის შესახებ (ევრაზიის ფონდი CPEA-LT-2017/10043). 2021 წ.
- სოციალური პედაგოგიკა სოციალურ მუშაობაში: მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო (ევრაზიის ფონდი CPEA-LT-2017/10043). 2021 წ.
- სამეცნიერო კონფერენცია სოციალური მუშაობა კრიზისში მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად. კონფერენციის მასალები, 2022 წელი. (FR17_31 რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო გრანტი ფუნდამენტური კვლევებისათვის).
მადლობას ვუხდით რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და ევრაზიის ფონდს საქართველოში სოციალური მუშაობის მეცნიერების განვითარებისათვის.
პრეზენტაციაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო მისამართზე გამოგეგზავნებათ ღონისძიებაზე დასასწრებად საჭირო ინფორმაცია.
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3y7Kj0Z
2022 წელი