მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტი Erasmus+ Jan Monnet Networks ფარგლებში

ახალი ამბები

2019 წლის სექტემბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო Erasmus + Jan Monnet Networks-ისახალ პროექტში „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ (Linking “Europe at the periphery). 

პროექტის კოორდინატორია შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (METU) ევროპის კვლევების ცენტრი (თურქეთი). პროექტის პარტნიორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა არიან: ესქიშეჰირის ოსმანგაზის უნივერსიტეტი (თურქეთი), პრიშტინას უნივერსიტეტი „ჰასან პრიშტინა“ (კოსოვო), ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის ეროვნული (უკრაინა) და პოლიტიკის მეცნიერებისა და საჯარო ადმინისტრირების ეროვნული უნივერსიტეტები (რუმინეთი). 

პროექტი რამდენიმე მიზანს ემსახურება, ესენია: აკადემიური კვლევების ხელშეწყობა, ამ თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარება და პროექტში ჩართული ქვეყნების უკეთ წარმოჩენა საერთაშორისო არენაზე; ახალგაზრდებისა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება ევროპასთან დაკავშირებულ საკითხებში; სტუდენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავება.

მიმდინარე წლის 1-2 ოქტომბერს ანკარაში პროექტის კონსორციუმის პირველი სამუშაო შეხვედრა და საგნობრივი კონფერენცია გაიმართა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მას ესწრებოდნენ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები დავით აფრასიძე და გიორგი გვალია.

ბანერები